
აფხაზეთში კოვიდპაციენტი გარდაიცვალა
26/04/2020 09:57:50 კონფლიქტები
ოკუპირებულ აფხაზეთში Covid-19-ით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი პაციენტი 1925 წელს დაბადებული ქალია, რომელიც გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობდა. მას თანმხლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდა,– იუწყება ოკუპირებული აფხაზეთის კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ ოპერატიული შტაბი.
სააგენტო Sputnik-ის ინფორმაციით, 95 წლის ქალს ვირუსი 11 აპრილს დაუდასტურდა, თუმცა კვირაზე მეტ ხანს ის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს ამბობდა. სერიოზული გართულებებით ის ჰოსპიტალში 20 აპრილს მოათავსეს.
მათივე ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში 26 აპრილის მდგომარეობით, ვირუსი სულ 3 პაციენტს დაუდასტურდა. სამივე გაგრაში ცხოვრობდა.