Accentnews.ge
„ჩვენი მთავარი სტრატეგიაა, საქართველო რეგიონის ლოგისტიკის ცენტრად ვაქციოთ“

„ჩვენი მთავარი სტრატეგიაა, საქართველო რეგიონის ლოგისტიკის ცენტრად ვაქციოთ“

10/06/2019 17:00:47 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ხელისუფლების მთავარი სტრატეგიაა, ქვეყანა რეგიონის ლოგისტიკის ცენტრად იქცეს.

ამის შესახებ ბახტაძემ კანადაში, ქალაქ მონრეალში, ამერიკის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ჩვენ ვართ კარიბჭე ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყნისთვის და ევრაზიის კონტინენტის გზაჯვარედინზე ვიმყოფებით. ამიტომ, ჩვენი მთავარი სტრატეგიაა, საქართველო ვაქციოთ რეგიონის ცენტრად ლოგისტიკის, საერთაშორისო ბიზნესის, ტურიზმის, განათლებისა და ტექნოლოგიებისთვის. განსაკუთრებით თვალსაჩინო მიღწევები გვაქვს ტურიზმისა და ენერგეტიკის სექტორებში, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის წყაროების კუთხით, რადგან საქართველოში უხვად გვაქვს ჰიდრორესურსი; მესამეა სამთო მრეწველობა და მოხარული ვარ, რომ კანადური კომპანიების მხრიდან არსებობს ინტერესი, დაიწყონ ბიზნესი საქართველოში. საქართველო ცდილობს, გაზარდოს ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტიდან კომპანიების ინტერესი, წარმოება ჰქონდეთ სამყაროს ჩვენს ნაწილში, რადგან ეს მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი სამომხმარებლო ბაზარია”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მონრეალის კონფერენცია, რომელიც 1995 წლიდან ყოველწლიურად იმართება, ეკონომიკური გლობალიზაციის ძირითად საკითხებზე მსჯელობისთვის თავს უყრის პოლიტიკურ ლიდერებს, სახელმწიფო, კერძო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. ფორუმი ასევე ხელს უწყობს მაღალი თანამდებობის პირებსა და მსხვილი კორპორაციების ხელმძღვანელებს შორის პირდაპირი კონტაქტების დამყარებას. კონფერენცია, რომელსაც წელს 4 ათასამდე მონაწილე ჰყავს, 13 ივნისს დასრულდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S