
„ბაჩო და დათა ახალაიებთან არანაირი დაპირისპირება არ მქონია“
26/04/2020 19:49:57 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, შს ექს–მინისტრ ვანო მერაბიშვილის განცხადებით, მას არასოდეს არანაირი დაპირისპირება არ ჰქონია შს სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებთან ბაჩო და დათა ახალაიებთან.
"არ არსებობს არც ერთი ფაქტი, ქმედება, სადაც ჩანს, რომ მე რაიმე სახის დაპირისპირება მქონდა ბაჩო ახალიასთან ან დათა ახალაიასთან. როგორც მინიმუმ, მე არ მქონია მასთან პრობლემა. მე მასთან საუბრისას არ შემიმჩნევია, რომ მას ჩემთან ჰქონდა პრობლემა", – განაცხადა მერაბიშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში.