
მერაბიშვილი – 26 მაისზე: „ვერ გავზომეთ, არ გვეყო დრო, ენერგია, ცოდნა, გამოცდილება, სპეცრაზმი ისე გაგვეწვრთნა, რომ შესძლებოდათ თავის გაკონტროლება“
26/04/2020 19:59:08 საშინაო პოლიტიკა
„ვერ გავზომეთ, არ გვეყო დრო, ენერგია, ცოდნა, გამოცდილება, სპეცრაზმი ისე გაგვეწვრთნა, რომ შესძლებოდათ თავის გაკონტროლება“, – ამის შესახებ საქართველოს შს ექს–მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.
"პირადად ჩემი ბრალია, რომ ვერ შევძელი სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები მოგვემზადებინა ისეთ მაღალ დონეზე, რომ მათ შესძლებოდათ კრიზისულ სიტუაციაში საკუთარი თავის გაკონტროლება. ეს მათი ბრალი არ არის - ეს ჩემი ბრალია. მე თავს არ ვიმართლებ. ის სპეცრაზმელები, ვისზეც ჩვენ ვსაუბრობთ, 1 კვირის, 3 კვირის, 1 თვის წინ მორიგეობდნენ ცხინვალთან პოსტებზე. 3-4 თვეში ერთხელ ისინი იყვნენ თავდასხმის მსხვერპლი. ათეულობით ჩვენი სპეცრაზმელი დაიღუპა. ჩვენ არ გვქონდა იმდენი რესურსი, რომ ცალკე გვყოლოდა სპეცდანინულების რაზმები, რომლებიც იყვნენ გამზადებული, თუ მიტინგი ჩატარდებოდა და ცალკე გვყოლოდა სპეცრაზმი, რომ ყოფილიყვნენ ფრონტის წინა ხაზზე. სამწუხაროდ, ვერ გავზომეთ, არ გვეყო დრო, ენერგია, ცოდნა, გამოცდილება, რომ ეს ადამიანები ისე გაგვეწვრთნა, რომ ბოლომდე დაეცვათ კანონის ნორმები და, რაც მთავარია, გაეკონტროლებინათ საკუთარი ემოციები", – განაცხადა მერაბიშვილმა ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში.