Accentnews.ge
მერაბიშვილი – "იმედში" შესვლაზე: "მე კი არ ვიძახი, შეცდომა იყო, ვამბობ, რომ სერიოზული პრობლემა იყო ქვეყნისთვის"

მერაბიშვილი – "იმედში" შესვლაზე: "მე კი არ ვიძახი, შეცდომა იყო, ვამბობ, რომ სერიოზული პრობლემა იყო ქვეყნისთვის"

26/04/2020 20:13:36 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრმა, შს ექს–მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ტელეკომპანია "მთავარი არხის" ეთერში 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ტელევიზიის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დარტყმის ქვეშ დააყენა „იმედი“ და ისინიც იძულებული გახდნენ, შესულიყვნენ".

“რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ ეს არ მომხდარიყო და ამის გარეშე მომხდარიყო ლოკალიზება. ძალიან ადვილია ახლა ჩემთვის თქმა, რომ ეს არ იყო საჭირო. როცა გავაცნობიერეთ, რომ ეს იყო სერიოზული პრობლემა ქვეყნის განვითარებისთვის, მოხდა უპრეცენდენტო შემთხვევა არამარტო საქართველოს, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ისტორიაში - ქვეყნის ხელმძღვანელი პრეზიდენტი გადადგა და დანიშნა რიგგრაშე არჩევნები. აქ მარტო მიხეილ სააკაშვილი კი არა, მთელი მთავრობა გადადგა, ეს იყო პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც უნდა გამოსულიყო. დემოკრატიული საზოგადოების მთავარ მონაპოვარს, თავისუფალ მედიას, სჭირდება მოფრთხილება ძალიან. თავისუფალ მედიაში შესვლის პრეცენდენტი იყო სერიოზული პრობლემა ქვეყნისთვის. მე კი არ ვიძახი შეცდომა იყო, ვამბობ, რომ სერიოზული პრობლემა იყო ქვეყნისთვის და ეს პრობლემა უნდა გადაჭრილიყო. სამწუხაროდ, ტელევიზიის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დარტყმის ქვეშ დააყენა იმედი და ჩვენც იძულებული გავხდით მაშინ, რომ ეს ნაბიჯი გადაგვედგა", – განაცხადა მერაბიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S