Accentnews.ge
ბიბილოვმა ცხინვალს სახელწოდება “სტალინირით” შეუცვალა

ბიბილოვმა ცხინვალს სახელწოდება “სტალინირით” შეუცვალა

27/04/2020 13:50:41 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა ცხინვალს სახელწოდება შეუცვალა და “ისტორიული სახელი სტალინირი” განუსაზღვრა.

«ისტორული მეხსიერების შენარჩუნების მიზნით და დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით, კონსტიტუციის 51-ე მუხლის საფუძველზე ვადგენ: ქალაქ ცხინვალის სიმბოლოდ სახელწოდება “ქალაქი სტალინირი” განისაზღვროს, რომელიც “ქალაქ ცხინვალთან” ერთად იქნება გამოყენებაში საქალაქო და რესპუბლიკური ღონისძიებების ჩატარებისას», - ნათქვამია მის განკარგულებაში. ბიბილოვმა რიგ დე ფაქტო უწყებებს “ქალაქ სტალინირის ისტორიული სახელის პოპულარიზების მიზნით” რიგი ღონიძიებების ორგანიზებაც დაავალა.

• ცხინვალს სტალინირი იოსებ სტალინის პატივსაცემად 1934-1961 წლებში ერქვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S