Accentnews.ge
ოზურგეთის საკრებულოს წევრი: „საზოგადოებისა და ჩვენი მაჟორიტარის მხარდაჭერით უკვე 300-მდე ოჯახის დახმარება შევძელით“

ოზურგეთის საკრებულოს წევრი: „საზოგადოებისა და ჩვენი მაჟორიტარის მხარდაჭერით უკვე 300-მდე ოჯახის დახმარება შევძელით“

27/04/2020 14:59:28 საშინაო პოლიტიკა

ოზურგეთის საკრებულოს წევრის ქეთი ვასაძის განცხადებით, პანდემიის პირობებში სოციალურად შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად ადგილობრივი ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს.

„საზოგადოების და ჩვენი მაჟორიტარის მხარდაჭერით, უკვე 300-მდე ოჯახის დახმარება შევძელით. ჩვენს გვერდზე თავად შეგიძლიათ ნახოთ, რომ სრული ინფორმაცია ყველა სოციალური აქტივობის, სპონსორების და მხარდამჭერების შესახებ მაშინვე ქვეყნდება. განვაგრძობთ სოციალური პრობლემების მქონე ოჯახების დახმარებას! მორიგი აქცია ამ კვირაში გვექნება. მადლობას ვუხდით ვინც უკვე შემოგვიერთდა სოციალური პრობლემების მქონე ოჯახების დასახმარებლად: კომპანია „შილდა“, ფონდი „ქართული გალობა“, ოზურგეთის მაჟორიტარის არჩილ თალაკვაძის ბიურო, თურქეთის საელჩო“, – წერს საკრებულო წევრი სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S