
სოხუმის პორტში რუსული საკრუიზო ლაინერის შესვლა გადაიდო
27/04/2020 16:25:09 კონფლიქტები
სოხუმის პორტში რუსულ საკრუიზო ლაინერ «Князь Владимир»-ის შესვლა გადაიდო. აფხაზური მედიის ინფორმაციით, COVID-19-ის საფრხის გამო შპს «Черноморские круизы»-მ საკრუიზო ლაინერ «Князь Владимир»-ის ყველა რეისი გააუქმა, სოხუმის პორტის ჩართულობით დაგეგმილის ჩათვლით, რის შესახებაც აფხაზურ მხარეს დროულად ეცნობა.
ამასთან, როგორც ინფორმაციაშია აღნიშული, ყველა საჭირო სამუშაო და ღონისძიება შეთანხმების ფარგლებში უკვე ჩატარებულია და შეზღუდვების მოხსნისა და ნავიგაციის აღდგენის შემდეგ სოხუმის პორტი მზადაა ლაინერის მისაღებად.
ნავიგაციის აღდგენა და საკრუიზო ლაინერის სოხუმის პორტში შესვლა რუსეთში შეზღუდვების მოხსნაზეა დამოკიდებული. ადრე შეთანხმებული გეგმის მიხედვით,სოხუმის საზღვაო პორტის მონაწილეობით პირველი რეისი 4 მაისს უნდა შესრულებულიყო.