
თბილისში საცხოვრებელი სახლი იწვის
28/04/2020 05:35:35 სამართალი
თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ძმობის ქუჩაზე ხანძარია. ცეცხლი საცხოვრებელ სახლს უკიდია.
საგანგებო სიტუაციების მმართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ–ჯერობით უცნობია.