Accentnews.ge
კვლევა – როდისთვის ვარაუდობენ საქართველოში პანდემიის დასრულებას

კვლევა – როდისთვის ვარაუდობენ საქართველოში პანდემიის დასრულებას

28/04/2020 09:31:39 საზოგადოება

სინგაპურის ტექნოლოგიების და დიზაინის უნივერსიტეტის (SUTD) მკვლევრებმა მსოფლიოს სხვდასხვა ქვეყნისთვის ახალი კორონავირუსის პანდემიის დასრულების ვადები გამოთვალეს.

კვლევის შედეგები საიტზე ddi.sutd.edu.sg გამოქვეყნდა.

კვლევის მიხედვით, 97%-იანი ალბათობით საქართველოში Covid-19-ის პანდემია 2020 წლის 7 ივნისს დასრულდება, 99%-იანი ალბათობით კი ეს 2020 წლის 26 ივნისს მოხდება. რაც შეეხება 100%-იან პროგნოზს, ამ პროგნოზის მიხედვით, ქვეყანაში პანდემია 2020 წლის 29 ივლისს უნდა დასრულდეს.

"კვლევის შედეგები ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევების მონიტორინგის საფუძველზე გამოქვეყნდა. მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს SIR–ის (საეჭვო, ინფიცირებული, გამოჯანმრთელებული ადამიანების შემთხვევათა მონიტორინგი) მოდელით სხვადასხვა ქვეყნის მონაცემების შესწავლა, რათა პანდემიის ხანგრძლივობის პერიოდი განსაზღვროს შესაბამის ქვეყნებსა და მსოფლიოში. სწრაფად ცვალებადი სიტუაციების გათვალისწინებით, მკვლევარები პროგნოზირებს ყოველდღიურად რეჟიმში ანახლებენ", – აღნიშნულია ვებ–გვერდე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

პანდემიის დასრულების სავარაუდო დრო საქართველოს მეზობელ ქვეყნებში

  • თურქეთი – 9 მაისიდან 8 ივლისამდე
  • რუსეთი – 25 მაისიდან 19 აგვისტომდე
  • აზერბაიჯანი – 7 მაისიდან 15 ივნისამდე

ddi.sutd.edu.sg–ზე სომხეთში პანდემიის დასრულების სავარაუდო ვადა გამოქვეყნებული არ არის.

რაც შეეხება აშშ–სა და ევროპის იმ ქვეყნებს, სადაც COVID-19–მა ყველაზე მეტი ადამიანი შეიწირა, კვლევის შედეგები ასეთია:

  • აშშ– 14 მაისიდან 4 სექტემბრამდე
  • იტალია – 9 მაისიდან 30 აგვისტომდე
  • ესპანეთი – 2 მაისიდან 2 აგვისტომდე
  • საფრანგეთი – 7 მაისიდან 8 აგვისტომდე
  • დიდი ბრიტანეთი – 16 მაისიდან 28 მაისამდე
  • გერმანია – 4 მაისი 5 აგვისტო

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 211 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 065 000–ს გადააჭარბა, 923 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 511 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 156 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S