
ტოროსიანი: „ჩვენ ვეღარ შევძლებთ, მივსდიოთ ყველა შემთხვევას”
28/04/2020 11:46:49 კავკასია
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი აცხადებს, რომ ქვეყნამ შესაძლოა, მალე ვეღარ შეძლოს, უმკურნალოს კორონავირუსით ინფიცირებულებს, რომელთაც დაავადების მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ.
“ნამდვილად არ მსურს, ეს დღე დადგეს, მაგრამ ერთ დღეს ჩვენ ვეღარ შევძლებთ, მივსდიოთ ყველა ცალკეულ შემთხვევას”, – უთხრა არსენ ტოროსიანმა „რადიო თავისუფლების“ სომხურ სამსახურს.
მისი თქმით, როდესაც „ეს დღე დადგება“, იმ მომენტიდან „ქვეყანაში მხოლოდ სერიოზულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს უმკურნალებენ“.
ცნობისთვის: სომხეთში 1 808 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 29 პაციენტი გარდაიცვალა.