
მუქარის ბრალდებით საპატრულოს ყოფილი უფროსი დააკავეს
28/04/2020 13:28:52 სამართალი
სამართალდამცველებმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე დააკავეს.
შსს–ში აცხადებენ, რომ ცინარიძე ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზეა დაკავებული. საუბარია მეუღლეზე.
"კურიერის" ინფორმაციით, ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, თუმცა ქალი არ დაშავებულა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს.
დავით ცინარიძე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობიდან 2015 წელს გაათავისუფლეს.