დღეს დედამიწას ასტეროიდი ჩაუვლის

29-04-2020 10:57:20 ეს საინტერესოა

დღეს დედამიწას ასტეროიდი ჩაუვლის,– იუწყება ნასა.

თითქმის 1.5 - კილომეტრიანი ასტეროიდი, სახელწოდებით 52786 (1998 OR2) 1998 წელს აღმოაჩინეს. ის დედამიწას დღეს თითქმის 6 მილიონი კილომეტრის მანძილზე ჩაუფრენს.

მეცნიერები მოსახლეობას ამშვიდებენ, რომ ასტეროიდი, მიუხედავად მისი პოტენციური საშიშროებისა, დედამიწის ორბიტას არ მიუახლოვდება.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ 2078 წლისთვის, აღნიშნული ასტეროიდის ჩავლის მანძილი წლევანდელთან შედარებით დაახლოებით, 3.5-ჯერ შემცირდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები