Accentnews.ge
აშშ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს

აშშ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს

11/06/2019 06:18:36 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

აშშ ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს. 

ამის შესახებ აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მორგან ორტაგუსმა განაცხადა. 

"სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შეხვდება, რომელიც ამ კვირაში ვაშინგტონს ეწვევა. ამ შეხვედრის წინ, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ შეერთებული შტატები არ აღიარებს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და არ ცნობს მათ შედეგებს. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ნათელია. ეს რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. სახელმწიფო მდივანი ელოდება, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე მთელი რიგი ორმხრივი საკითხები განხილვის შესაძლებლობას“, – განაცხადა ორტაგუსმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S