
ოდესაში, ფსიქიატრიულ კლინიკაში გაჩენილ ხანძარს 6 ადამიანი ემსხვერპლა
11/06/2019 06:28:26 სხვა, მსოფლიო
ოდესაში, ფსიქიატრიულ კლინიკაში გაჩენილ ხანძარს 6 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევის დროს საავადმყოფოს შენობაში პაციენტები და სამედიცინო პერსონალი იმყოფებოდა.
მეხანძრეებმა ალმოდებული შენობიდან 15 ადამიანი გამოიყვანეს. საავადმყოფოს პაციენტების ნაწილი კლინიკებში მძიმე დამწვრობებით გადაიყვანეს.
გამოძიება ხანძრის მიზეზების დადგენაზე მუშაობს.