
ქუთაისის მერიასთან დილიდან ხალხმრავლობაა
29/04/2020 09:28:50 რეგიონები, საზოგადოება
ქუთაისის მერიასთან მოქალაქეები რამდენიმე დღით ქალაქიდან გასვლის უფლებასა და საჭირო საშვებს ითხოვენ. მათი განცხადებით, ქალაქიდან გასვლის ნებართვა საკუთარ ნაკვეთებში წასასვლელად და საგაზაფხულო სამუშოების საწარმოებლად სჭირდებათ.
საშვების მსურველების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ შექმნილ რიგში ადამიანები დისტანციის დაცვასაც ვერ ახერხებენ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში მიმოსვლაზე შეზღუდვა დღეიდან ისევ ამოქმედდა.
ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება, ჩაკეტილია საქართველოს ოთხი მსხვილი ქალაქი – ქუთაისი, თბილისი, რუსთავი და ბათუმი.