
სოფელ მიწობში საპროტესტო აქცია გაიმართა: "არ გვაქვს ბუნებრივი აირი, ამბულატორია, სკოლა და საბავშვო ბაღი"
29/04/2020 11:59:10 რეგიონები
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ მიწობში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივების განცხადებით, მათი სოფლის გავლით მეზობელი სოფლების ბუნებრივი აირით მომარაგება იგეგმება, მათ კი გაზი დღემდე არ აქვთ.
"ჩვენი სოფლის ბუნებრივი აირით მომარაგება დღემდე არ განხორციელებულა. გარდა ამისა, სოფელში არც სკოლა, არც საბავშვო ბაღი და არც ამბულატორია გვაქვს", – აცხადებენ ადგილობრივები და ხელისუფლებას დახმარებით თხოვნით მიმართავენ.