Accentnews.ge
აშშ-ის საელჩო: "ვინც სახლში რჩება, იცავს თავის ოჯახსა და თანამოქალაქეებს"

აშშ-ის საელჩო: "ვინც სახლში რჩება, იცავს თავის ოჯახსა და თანამოქალაქეებს"

29/04/2020 13:13:48 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

საქართველოში აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ მიესალმება ყველა იმ ადამიანს, ვინც ქვეყნის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ხელისუფლების მითითებებს ითვალისწინებს.

"მივესალმებით ყველას, ვინც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ხელისუფლების მითითებებს ითვალისწინებს, რჩება სახლში, რამდენადაც შესაძლებელია, რათა შეაჩეროს COVID-19-ის გავრცელება. თქვენ იცავთ საკუთარ თავებს, თქვენს ოჯახებსა და თანამოქალაქეებს. ჩვენ ვაფასებთ თქვენს გულმოდგინებას. ამ გამოწვევის წინაშე ყველანი ერთად ვართ და ერთადვე გადავიტანთ მას", - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 218 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 100 000–ს გადააჭარბა, 960 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 517 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 168 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S