Accentnews.ge
რას ითვალისწინებს საპატრულოს ყოფილი უფროსისთვის წარდგენილი ბრალი

რას ითვალისწინებს საპატრულოს ყოფილი უფროსისთვის წარდგენილი ბრალი

29/04/2020 16:00:41 სამართალი

მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტზე საპატრულოს ყოფილ უფროსს დავით ცინარიძეს ბრალი 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.

სსკ–ის 126–ე მუხლი ოჯახში ძალადობას გულისხმობს, ხოლო ამ მუხლის პირველი ნაწილი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. მსგავსი ქმედება ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების ორ წლამდე ვადით აღკვეთით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

რაც შეეხება მუქარას –სსკ–ის 151 მუხლის მეორე ნაწილის დ ქვეპუბქტი, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან 170–დან 200 საათამდე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას.

ამავე მუხლით სასჯელის ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების სამ წლამდე ვადით აღკვეთა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ცნობისთვის: 28 აპრილს დავით ცინარიძე სამართალდამცველებმა დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, 27 აპრილს, ღამის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დ.ც.-მ მეუღლეს მ.ბ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა.

სამართალდამცველებმა დ.ც. შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

ცინარიძის საქმეზე სასამართლო 30 აპრილს იმსჯელებს. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ცინარიძე ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2015 წელს გავრცელებული ვიდეოკადრებით გახდა. ვიდეოში ჩანდა, რომ მოქალაქე ეკა ყუშიტაშვილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მაშინდელი დირექტორის დავით ცინარიძის და მისი მოადგილის გიორგი (გოგა) ჭანტურიას სახელების გამოყენებით პატრულზე ზეწოლას ცდილობდა. დავით ცინარიძე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს, თუმცა შსს-ს სისტემაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობა განაგრძო.

თავად ყუშიტაშვილმა თავდაპირველად მაღალჩინოსნებთან ნაცნობობა უარყო, თუმცა შემდეგ ერთ–ერთ ინტერვიუში დაადასტურა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S