Accentnews.ge
"ავტომატიდან დაახლოებით, 10-ჯერ ესროლა" – რა წერია ყინწვისის ინციდენტზე ბრალდების დადგენილებაში

"ავტომატიდან დაახლოებით, 10-ჯერ ესროლა" – რა წერია ყინწვისის ინციდენტზე ბრალდების დადგენილებაში

29/04/2020 14:38:44 სამართალი

მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული სასულიერო პირის სასამართლო პროცესი დღეს გორის რაიონულ სასამართლოში გაიმართება. ცნობილია, რომ ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. თავად ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს, ადვოკატი კი აცხადებს, რომ ინციდენტთან დაკავებულს კავშირი არ აქვს.

გამოძიების ვერსიით, სასულიერო პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან 10–ჯერ გაისროლა.

"2020 წლის 20 აპრილს, დღის საათებში, ყინწვისის მამათა მონასტერში, კობა კობაიძეს შელაპარაკება მოუვიდა ამავე მონასტერში სუფრად მყოფ - საბა ჟღენტთან. განაწყენებულმა კობა კობაიძემ გადაწყვიტა საბა ჟღენტის მოკვლა. იმავე დღეს, საღამოს საათებში კობაიძე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო მასალით მივიდა სოფელ რიეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვინაიდან მისთვის ცნობილი იყო, რომ სწორედ იქ უნდა გაევლო საბა ჟღენტს ავტომანქანით. კობა კაობაიძე ჩაუსაფრდა ცეცხლსასროლი იარაღით მომარჯვებული და დაელოდა საბა ჟღენტის გამოჩენას. დაახლოებით 18 საათზე აღნიშნულ ადგილას გამოჩნდა საბა ჟღენტის ავტომანქანა. კობა კობაიძემ, შურისძიების მოტივით, მკვლელობის განზრახვით, ავტომატიდან დაახლოებით 10-ჯერ ესროლა საბა ჟღენტს. თუმცა მისი მოკვლა ვერ შეძლო, რადგან საბა ჟღენტი ავტომობილით შემთხვევის ადგილს გაერიდა,"- ნათქვამია ბრალდების დადგენილებაში, რომელსაც "კურიერი" ავრცელებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S