Accentnews.ge
საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 4000–ს გადააჭარბა

საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 4000–ს გადააჭარბა

30/04/2020 06:13:18 მსოფლიო

საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 4000–ს გადააჭარბა. საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით ყველაზე მძიმე მდგომარეობა, ოფიციალური მონაცემებით, თურქეთშია.

  • თურქეთი: 117 589 ინფიცირებული, 3 081გარდაცვლილი
  • აზერბაიჯანი: 1 766 ინფიცირებული, 23 გარდაცვლილი
  • სომხეთი: 1932 ინფიცირებული, 30 გარდაცვლილი
  • რუსეთი: 99 399ინფიცირებული, 972 გარდაცვლილი

არაოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია და მოსკოვი რეალურ ვითარებას მალავს.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 228 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 220 000–ს გადააჭარბა, 1 002 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 517 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 178 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S