Accentnews.ge
ვლადიმირ ზელენსკიმ გუბერნატორები გადააყენა

ვლადიმირ ზელენსკიმ გუბერნატორები გადააყენა

11/06/2019 07:17:30 სხვა, მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან 13 გუბერნატორი გადააყენა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადებას ზელენსკის პრეს–სპიკერი იულია მენდელი ავრცელებს. 

მენდელის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ყველა გუბერნატორის მოხსნა მოითხოვა, თუმცა მინისტრთა კაბინეტმა მხოლოდ 13-ის გაშვება დაამტკიცა. 

ზელენსკის პრეს–სპიკერი იმედოვნებს, რომ თანამდებობას ყველა გუბერნატორი დატოვებს.

„ჩვენთან ახალი სპეციალისტების ძიების პროცესი გრძელდება, რომლებიც შეძლებენ შესაბამისი ოლქების ხელმძღვანელობას. შერჩევის კრიტერიუმებიც ყველასთვის ცნობილია: წესიერება, პროფესიონალიზმი, კორუფციული კავშირების არ ქონა, სასურველია, რომ ასეთ ადამიანებს ჰქონდეთ იდეები ადგილობრივი გუნდის შესახებ. ჩვენ ამ საქმეში რამდენიმე საერთაშორისო HR კომპანია გვეხმარება“, - წერს იულია მენდელი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S