Accentnews.ge
რუსი დიპლომატები “ქართული მხარის კონსტრუქციულ მიდგომას მაღალ შეფასებას აძლევენ”

რუსი დიპლომატები “ქართული მხარის კონსტრუქციულ მიდგომას მაღალ შეფასებას აძლევენ”

30/04/2020 07:52:28 კავკასია

სომხეთში რუსეთის საელჩო კვლავინდებურად ბევრ მიმართვას იღებს ამ ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი რუსეთის მოქალაქეებისაგან, რომლებიც საქართველოს გავლით სამშობლოში ვერ ბრუნდებიან. ამასთან დაკავშირებით საელჩომ თანამემამულეებისადმი წერილობითი მიმართვა გაავრცელა, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამია: “რუსეთის მოქალაქეების სომხეთიდან სამშობლოში სახმელეთო გზით, საქართველოს ტერიტორიის გავლით დაბრუნებასთან დაკავშირებული ვითარება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩვენი საელჩოს მუდმივ კონტროლზეა. მოგეხსენებათ, საქართველოში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 2020 წლის 10 მაისამდეა გახანგრძლივებული, რიგ რაიონებსა და მსხვილ ქალაქებში შესვლა შეზღუდულია, სატრანზიტო სატვირთო ავტომობილების სიმრავლის გამო ნარჩუნდება რთული საგზაო-სატრანსპორტო ვითარება. ყველა ამ ობიექტური სირთულის მიუხედავად, ქართული მხარე ამჟამად განიხილავს შესაძლებლობას, თავის ტერიტორიაზე გამოატაროს რუსეთის მოქალაქეების ორგანიზებული ჯგუფი ავტობუსებით (სულ მცირე, 10 მგზავრი), პირადი ავტოტრანსპორტის გარეშე. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ ქართული მხარის კონსტრუქციულ მიდგომას. საბოლოო გადაწყვეტილებას საქართვლოს ხელისუფლება მოქალაქეთა სიის მიღების შემდეგ, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე მიიღებს”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S