
ჩინეთი აშშ–ს ემუქრება
11/06/2019 07:46:42 სხვა, მსოფლიო
ჩინეთი აშშ–ის საპასუხო ზომებით ემუქრება იმ შემtხვევაში, თუ ვაშინგტონი 300 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციაზე საბაჟო გადასახადს გააძვირებს.
„ჩვენი მთავრობის პასუხი იქნება მტკიცე, თუ აშშ საბაჟო გადასახადს გააძვირებს“, – განაცხადეს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ცნობისთვის: აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთის პრეზიდენტი მასთან შეხვედრას და მოლაპარაკებებზე უარს იტყვის, ახალი საბაჟო გადასახადები დაწესდება.
აშშ-სა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა სავარაუდოდ, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში გაიმართება, რომელიც იაპონიის ქალაქ ოსაკაში 28-29 ივნისისთვის არის დაგეგმილი.