Accentnews.ge
რეხვიაშვილი: „ქვემო ქართლში ინფიცირების 157 შემთხვევაა, დადგენილია 200-ზე მეტი კონტაქტი“

რეხვიაშვილი: „ქვემო ქართლში ინფიცირების 157 შემთხვევაა, დადგენილია 200-ზე მეტი კონტაქტი“

30/04/2020 09:26:51 რეგიონები, საზოგადოება

კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 16 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს, ორი კი, ბოლნისს უკავშირდება. საუბარია, რომ ეს ადამიანები სამედიცინო პერსონალთან დაკავშირებული კლასტერებიდან არიან. ზოგი მათგან ექიმია ნაწილი კი, მათი ოჯახის წევრები.

ქვემო ქართლის გუბერნატორის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, ჯამში რეგიონში ინფიცირების 157 შემთხვევაა დაფიქსირებული. დადგენილია 200-ზე მეტი კონტაქტი.

„16 ადამიანზეა დადებითი პასუხი, ჯამურად თეთრიწყაროში ამ ეტაპისთვის ინფიცირების 35 ფაქტია დადასტურებული. მერიის და საკრებულოს თანამშრომლები მოგეხსენებათ იყვნენ მაღალი რისკის ჯგუფი და მათთან საბედნიეროდ ყველასთან უარყოფითი პასუხია. რაც დადასტურდა ერთიანად ყველა ცნობილი კლასტერია. ზოგადად კონტაქტებიდან დაფიქსირებულია 200-ზე მეტი კონტაქტი, მათგან ასზე მეტი პირველადი მჭიდრო კომუნიკაციით. ბოლნისში დაახლოებით 30 საკვლევი მასალიდან დადასტურდა 2 ახალი ფაქტი და ესეც ცნობილი, სავანეთის კლასტერია. აქაც კონტაქტები ცნობილია. ჯამურად, ქვემო ქართლში ფიქსირდება 157 დადასტურებული ფაქტი“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 539 შემთხვევაა დაფიქსირებული. ბოლო 24 საათში 22 ახალი ფაქტი დადასტურდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S