Accentnews.ge
მსჯავრდებულებმა გლდანის საპატიმროს ეზოში არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყეს (ვიდეო)

მსჯავრდებულებმა გლდანის საპატიმროს ეზოში არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყეს (ვიდეო)

30/04/2020 11:38:22 სამართალი

მსჯავრდებულებმა გლდანის საპატიმროს ეზოში არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

"N8 პენიტენციური დაწესებულების ეზოში არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს. მსჯავრდებულებმა, რომლებსაც უკვე მეორე წელია მოცემულ მიწის ნაკვეთზე სხვადასხვა კულტურა მოჰყავთ, მიწა მოხნეს, შეწამლეს და ნარგავები გამარგლეს. ამასთან, მსჯავრდებულები სხვადასხვა კულტურას თესავენ.

შეგახსენებთ, მოცემული პროექტი N 8 პენიტენციურ დაწესებულებაში 2019 წლის გაზაფხულზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივით დაიწყო. პროექტის მხარდამჭერები წელს კვლავ არიან საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. მოსავლის რეალიზაციიდან მიღებული თანხა კი მსჯავრდებულების შემოსავლის წყაროა", – აცხადებენ სპეციალური პენიტენციურ სამსახურში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S