
კურიერი, რომელსაც თემქაზე მანქანა დაეჯახა, გარდაიცვალა
30/04/2020 12:49:02 სამართალი
კურიერი, რომელსაც 29 აპრილს თემქაზე ავტომანქანა დაეჯახა, გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ თემქაზე, 143-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილი მოპედს დაეჯახა და არსებული ინფორმაციით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ჯანმრთელობის ზიანი გამოიწვია.