თბილისის მერიასთან დემონსტრანტმა თავის დაწვა სცადა [ვიდეო]

30-04-2020 20:19:14 საზოგადოება ,

დედაქალაქის მერიასთან ინციდენტი მოხდა. ტრანსგენდერი ქალების აქციაზე ერთ–ერთმა დემონსტრანტმა თავის დაწვა სცადა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ როდესაც სახელმწიფო ახალი ტიპის კორონავირუსის დამარცხების პროცესშია, ადამიანებს უყურადღებოდ ტოვებს.

კერძოდ, როგორც მათ განმარტეს, იყვნენ თვითდასაქმებულები, თუმცა სადღეისოდ არანაირი შემოსავალი არ აქვს და უსახლკაროდ დარჩენის საფრთხის წინაშეც დადგნენ. ერთ–ერთმა დემონსტრანტმა პროტესტის ნიშნად ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა.

„სახელმწიფო ჩემზე არ ზრუნავს, ამიტომ თავს ვიწვავ“,– განაცხადა მადონა კიპოლოიძემ.

ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები