რამ გამოიწვია რუსეთის რიგ რეგიონებში შავი წვიმა [video]

30-04-2020 20:32:05 მსოფლიო ,

სინოპტიკოსებმა განმარტეს, რით იყო გამოწვეული შავი წვიმა, რომლის თვითმხილველები რუსეთის მთელი რიგი რეგიონების მაცხოვრებლები გახდნენ. ამ უცნაური მოვლენის ამსახველი ვიდეკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა და როგორც ჩუვაშეთის, ისე მორდოვიისა და რიგი სხვა რეგიონების მაცხოვრებლების შეშფოთება გამოიწვია.

როგორც რუსმა სინოპტიკოსებმა განმარტეს, ძლიერ ქარს ცენტრალური რეგიონებიდან ქვიშა გამოჰყვა, რომელიც წვიმის წყალთან შერევის შედეგად მუქი ფერის მასას ქმნიდა. სწორედ ამ მასით დაიფარა ქუჩებში მდგომი ავტომანქანები და წყალგაყვანილობის მილები, რაც ვიდეოკადრებზეა ასახული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები