Accentnews.ge
ევროპარლამენტარი: "საქართველოს, რომელსაც პროდასავლური მთავრობა ჰყავს, უნდა დავეხმაროთ"

ევროპარლამენტარი: "საქართველოს, რომელსაც პროდასავლური მთავრობა ჰყავს, უნდა დავეხმაროთ"

01/05/2020 07:00:26 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

„ქართველებისთვის და ევროპის სამეზობლოს ბევრი სხვა პროდასავლური ქვეყნის მოსახლეობისთვის დემოკრატია და თავისუფლება „მთის წვერზე შარავანდედითმოსილ ციტადელად" რჩება, თუმცა, მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ და უნდა დავეხმაროთ”, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი კეროლ კარსკი reaction.life-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

"პანდემიის დასრულების შემდეგ მსოფლიოში კეთილდღეობა და უსაფრთხოება თავისთავად ვერ დაისადგურებს. ეს დასავლეთის ძალებმა უნდა გააკეთონ და ჩემი აზრით, ცენტრალური როლი ამ მიმართულებით გაერთიანებულმა სამეფომ უნდა იკისროს. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ქვეყნებს, რომელთაც ჰყავთ პროდასავლური მთავრობები, მაგალითად, როგორიცაა საქართველო. ყველგან, სადაც ადგილი აქვს კიბერშეტევებსა და სხვა სახის აგრესიას, უნდა შევეწინააღდეგოთ. გარდა ამისა, მყისიერად უნდა მივმართოთ ყურადღება იქეთ, სადაც კრიზისის გამო ეკონომიკური გამოწვევები შეინიშნება", – წერს ევროპარლამენტარი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S