Accentnews.ge
კეროლ კარსკი: "Heritage Foundation"–ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო აშშ–სა და ევროკავშირის ბევრ წევრ სახელმწიფოს უსწრებს"

კეროლ კარსკი: "Heritage Foundation"–ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო აშშ–სა და ევროკავშირის ბევრ წევრ სახელმწიფოს უსწრებს"

01/05/2020 05:31:50 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

„პარტია „ქართულ ოცნებას“ განხორციელებული აქვს საბაზრო ეკონომიკური რევოლუცია - გადასახადები და კერძო სექტორის რეგულირება შემცირდა, კორუფციასთან სასტიკი ბრძოლა წარმოებს და ინვესტიციები მოედინება“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი კეროლ კარსკი reaction.life-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

როგორც ავტორი აღნიშნავს, "შედეგად, სიღარიბის მაჩვენებელი განახევრდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში".

„მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველო ახლა მეორე ადგილს იკავებს ბიზნესის წამოწყების სიმარტივის ნიშნით; "Heritage Foundation"–ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში ქვეყანა მე-12 ადგილზეა და წინ უსწრებს შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის ბევრ წევრ სახელმწიფოს”, - ნათქვამია სტატიაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S