მიჩიგანში შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით შეიარაღებული დემონსტრანტები საკანონმდებლო ორგანოში შეიჭრნენ (ვიდეო)

01-05-2020 13:53:38 მსოფლიო ,

აშშ–ში, მიჩიგანის შტატში შეიარაღებული დემონსტრანტები ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შეიჭრნენ.

აქციის მონაწილეები ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული მკაცრი შეზღუდვების მოხსნას ითხოვდნენ. მათ უმეტესობას პირბადე არ ეკეთა და სოციალური დისტანცია დაცული არ იყო.

„მოგვეცით მუშაობის უფლება“, – სკანდირებდნენ დემონსტრანტები.

აღსანიშნავია, რომ მიჩიგანის შტატში, სახელმწიფო შენობებში იარაღის ტარება კანონით დაშვებულია. თუმცა, რამდენიმე მომიტინგე საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში შეჭრას შეეცადა, რა დროსაც ისინი პოლიციამ შეაჩერა. არსებული ინფორმაციით, დეპუტატების ნაწილს ჯავშანჟილეტი ეცვა.

მიჩიგანის დემოკრატმა გუბერნატორმა კარანტინის რეჟიმი 15 მაისამდე გაახანგრძლივა. შტატში ახალი კორონავირუსით 3 700–ზე მეტი ადამინი დაიღუპა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები