ბრიტანეთის საელჩო საქართველოს თავდაცვის ძალებს 100 ათასი ლარით ეხმარება

01-05-2020 17:50:50 თავდაცვა

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩო საქართველოს თავდაცვის ძალებს ახალ კორონავირუსთან ბრძოლისთვის 100 ათასი ლარით ეხმარება, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"საელჩოს მიერ გამოყოფილი თანხით შეძენილი ნივთები დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშემ ვიცე-პოლკოვნიკმა ენტონი ბრუმველმა მე-4 მექანიზებული ბრიგადის ლაზარეთს პირადად გადასცა... ბრიტანეთის საელჩოს მიერ გამოყოფილი თანხით თავდაცვის სამინისტრომ სამედიცინო ხელთათმანები, პირბადეები, თერმომეტრები და სხვადასხვა სახის სამედიცინო დანიშნულების პროდუქცია შეიძინა", - ვკითხულობთ განცხადებაში.

საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლაში, დიდი ბრიტანეთის გარდა, აშშ და სხვა ქვეყნებიც ეხმარებიან.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ლაბორატორიულად კორონავირუსის 566 შემთხვევა დასტურდება, მათგან 184 გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები