მედია – ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირებულის წამოსაყვანად მისულ ექიმებს და პოლიციელებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

01-05-2020 21:00:25 საზოგადოება

ბოლნისში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულის წამოსაყვანად ადგილზე მისულ ექიმებს და პოლიციელებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, – იუწყება "ინფო რუსთავი".

მისივე ცნობით, ექიმებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ერთ–ერთ ოჯახში 7 პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდათ. იგეგმებოდა პაციენტების სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა. ოჯახის წევრებმა ექიმებს პაციენტები არ გამოატანეს, რის შემდეგაც ადგილზე საჭირო გახდა პოლიციის გამოძახება. სოფელში პოლიციის მისვლის შემდეგ ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. ადგილობრივები სამართალდამცაველებს ქვებით და ხელკეტებით გაუსწორდნენ.

"ინფო რუსთავის" ცნობით, მსუბუქად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, დაზიანებულია კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფოს სამედიცინო დახმარების მაქანები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები