Accentnews.ge
კილაძე – ტრანსგენდერებს: "თუ თქვენ საჭიროებთ გადაუდებელ დახმარებას და ვერ მიიღებთ მას, მე მომმართეთ"

კილაძე – ტრანსგენდერებს: "თუ თქვენ საჭიროებთ გადაუდებელ დახმარებას და ვერ მიიღებთ მას, მე მომმართეთ"

01/05/2020 17:26:09 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ტრანსგენდერებს მიმართავს, იმ შემთხვევაში თუ ისნი გადაუდებელ დახმარებას ვერ მიიღებენ, პირადად მას მიმართონ.

"ძალიან სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა გუშინ. ტრანსგენდერმა ქალმა სცადა თავის დაწვა თბილისის მერიასთან. ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ პანდემიის პირობებში, მოწყვლადი ჯგუფები სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებენ.მინდა მივმართო ტრანსგენდერებს: დახმარებისთვის მიმართეთ თვითმმართველობებს, რომლებიც ახლა საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და ყველა შესულ განცხადებაზე უსწრაფესად რეაგირებენ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ საჭიროებთ გადაუდებელ დახმარებას და ვერ მიიღებთ მას, აუცილებლად მომართეთ კომიტეტს, ან მომმართეთ მე პირადად სოციალურ ქსელში", – წერს კილაძე სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S