Accentnews.ge
"საერთაშორისო “გაპრავების” ინსტრუმენტად ლობისტების გამოყენების პრაქტიკა სწორედ სააკაშვილის მთავრობის დროს დამკვიდრდა და მათი დისკრედიტაციაც მაშინ მოხდა"

"საერთაშორისო “გაპრავების” ინსტრუმენტად ლობისტების გამოყენების პრაქტიკა სწორედ სააკაშვილის მთავრობის დროს დამკვიდრდა და მათი დისკრედიტაციაც მაშინ მოხდა"

01/05/2020 17:21:27 საშინაო პოლიტიკა

„როდესაც სააკაშვილის მთავრობის ლობისტები ღიმილიანი საქართველოს იმიჯს ჰყიდნენ, ქვეყანა პირველ ადგილზე მოხვდა ევროპის მასშტაბით მოსახლეობის რაოდენობასთან პატიმრების რიცხვის თანაფარდობით, 99.99% -იანი გამამტყუნებელი განაჩენებით, ღამის ნოტარიუსების ნოუ-ჰაუთი და დატერორებული ბიზნესის მასშტაბით, მოსმენებით და თვალთვალით“, - ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

იგი ბრიტანული „ტელეგრაფის“ მიერ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე გამოქვეყნებულ სტატიაზე "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტის სოფიკო ვასაძის წერილს ეხმიანება.

ნიკოლაშვილის თქმით, "ცხრაწლიანი მმართველობისას არ ყოფილა ერთი დღეც, როდესაც სააკაშვილის მთავრობას არ ესარგებლოს ლობისტთა მომსახურებით, გაუმჭვირვალედ, ოპოზიციისგან საიდუმლო გრიფით დამალული კონტრაქტებით და მიტაცებული ტელეარხებით მოყოლილი ამბები დემოკრატიის შუქურაზე ინგლისურენოვანი სპიკერებით".

საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი მიიჩნევს, რომ "საერთაშორისო “გაპრავების” ინსტრუმენტად ლობისტების გამოყენების პრაქტიკა სწორედ სააკაშვილის მთავრობის დამკვიდრდა და მათი დისკრედიტაციაც მაშინ მოხდა":

"ლობისტებთან ურთიერთობა და მათი ქმედითი გამოყენება სააკაშვილის ხელისუფლებას უკავშირდება. გრინბერგ-როზნერი, ორიონ სტრატეჯი, რენდი შენემანი და ბათუ ქუთელია, გიგა ბოკერიას ხელმოწერილი კონტრაქტები და ამბები. ცხრაწლიანი მმართველობისას არ ყოფილა ერთი დღეც კი ისეთი, როდესაც სააკაშვილის მთავრობას არ ესარგებლოს ლობისტთა მომსახურებით, გაუმჭვირვალედ, ოპოზიციისგან საიდუმლო გრიფით დამალული კონტრაქტებით და მიტაცებული ტელეარხებით მოყოლილი ამბები დემოკრატიის შუქურაზე ინგლისურენოვანი სპიკერებით.

როდესაც ლობისტები ღიმილიანი საქართველოს იმიჯს ჰყიდნენ, ქვეყანა 1 ადგილზე მოხვდა ევროპის მასშტაბით მოსახლეობის რაოდენობასთან პატიმრების რიცხვის თანაფარდობით; 99.99%_იანი გამამტყუნებელი განაჩენებით, ღამის ნოტარიუსების ნოუ-ჰაუთი და დატერორებული ბიზნესის მასშტაბით, მოსმენებით და თვალთვალით. საერთაშორისო “გაპრავების” ინსტრუმენტად ლობისტების გამოყენების პრაქტიკა სწორედ მაშინ დამკვიდრდა და მათი დისკრედიტაციაც მაშინ მოხდა, ენდიაის კვლევებისა არ იყოს“,- წერს გურამ ნიკოლაშვილი.

მისივე თქმით, "ჟურნალისტი სოფიკო ვასაძე მთავრობის და "ოცნების" ლობისტურ კონტრაქტებს ერთ ყულაბაში ყრის და ამის მიზეზი სააკაშვილის მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაა, როცა პარტიის და სახელმწიფოს გარჩევა არ იყო ადვილი საქმე".

"მიუხედავად ბევრი ძიებისა, ჟურნალისტმა მაინც ვერ გაარკვია, რომელმა ლობისტმა მიაწოდა "ტელეგრაფს" სიმართლე, მთავრობის თუ "ოცნების“,- წერს გურამ ნიკოლაშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S