
შსს-მ ბოლნისის სოფელ მუშევანში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო
02/05/2020 08:47:49 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლნისის სოფელ მუშევანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
“სოფელ მუშევანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება დაიწყო სს კოდექსის 187-ე მუხლით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების გამოკითხვა. მსუბუქად არის დაზიანებული 2 სატრანსპორტო საშუალება, ფიზიკური დაზიანების ფაქტი არ ფიქსირდება”, - აცხადებენ შსს-ში.
ცნობისთვის: გუშინ, სოფელ მუშევანში დაპირისპირება მაშინ მოხდა სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის, როდესაც ადგილზე კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების კლინიკაში გადასაყვანად ჯგუფი მივიდა.