Accentnews.ge
პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაია აირჩია

პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაია აირჩია

11/06/2019 10:36:59 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

პარლამენტმა, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე  ლონდა თოლორაიას კანდიდატურას, 82 ხმით 21 წინააღმდეგ, დაუჭირა მხარი.

მისმა კონკურენტმა ვალერი ლომუაშვილმა 7 ხმის მოგროვება შეძლო.

სახელმწიფო ინსპექტორს, თამარ ქალდანს თანამდებობაზე ყოფნის ვადა 1-ლ ივლისს ეწურება. სწორედ ამ დროიდან ამოქმედდება ინსპექტორის სამსახურის ახალი ფუნქცია, რომელიც მას სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების უფლებას ანიჭებს.

ლონდა თოლორაია უფლებამოსილების განხორციელებას 3 ივლისიდან შეუდგება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S