Accentnews.ge
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ბავშვი კლინიკაში მიყვანამდე დაიღუპა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ბავშვი კლინიკაში მიყვანამდე დაიღუპა

02/05/2020 18:20:15 სამართალი, რეგიონები

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 11 წლის ბავშვი კლინიკაში მიყვანამდე დაიღუპა.

შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. ავტომობილი ველოსიპედით მოსარგებლე ბავშვს დაეჯახა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა და ბავშვი ინტერვენციულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მძღოლი პოლიციას თავად ჩაბარდა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S