
ავარია ბოლნისში – არის მსხვერპლი და არიან დაშავებულები
03/05/2020 07:18:23 სამართალი
ავტოსაგზაო შემთხვევას ბოლნისის მუნიციპალიტეტში 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით ნაკვეთებში მყოფი 7 ადამიანი შინ მიკროავტობუსით ბრუნდებოდა. სავარაუდოდ, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 60 წლამდე ქალი. დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
მომხდარზე გამოძიება სსკ 276 მუხლით დაიწყო.