Accentnews.ge
ჩრდილოეთ ოსეთში კორონავირუსის გამო ანძა დაწვეს

ჩრდილოეთ ოსეთში კორონავირუსის გამო ანძა დაწვეს

03/05/2020 08:37:24 სამართალი

ჩრდილოეთ ოსეთის მაცხოვრებლებმა, რომელთაც კორონავირუსის არსებობის არ სჯერათ, მობილური კავშირის ანძა დაწვეს. ამის გამო ნოგირის დასახლება მობილური კავშირის გარეშე დარჩა, - იუწყება რუსული სააგენტო ТАСС.

რუსეთის ამ რეგიონის ხელმძღვანელ ვიაჩესლავ ბითაროვის განცხადებით, ადამიანთა გარკვეულ კატეგორიას სჯერა, რომ 5G სტანდარტის კავშირის მეშვეობით ვიღაც მათ დასხივებასა და ჩიპირებას ცდილობს.

“ამ ვერსიას აჟღერებდნენ ამასწინათ ვლადიკავკაზში გამართულ არასანქცირებულ მიტინგზეც, ახლა კი კიდევ უფრო შორს წავიდნენ და დანაშაული ჩაიდინეს. შედეგად მთელი დასახლება მობილური კავშირის გარეშეა დარჩენილი და ახლა ადამიანები მის აღდგენას მთხოვენ” – აღნიშნა მან.

ცნობისთვის: 20 აპრილს ვლადიკავკაზში არასანქცირებულ მიტინგზე 2 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. ისინი რესპუბლიკის ხელმძღვანელობის გადადგომას მოითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ კორონავირუსი – ეს გარკვეული ძალების ფანტაზიაა ხალხის ადვილად სამართავად. პოლიციასთან შეხლა-შემოხლის შედეგად 30-მდე პირი დაშავდა, მათ შორის – 13 სამართალდამცველიც. დღეის მდგომარეობით, ჩრდილოეთ ოსეთის რეგიონში ახალი ტიპის კორონავირუსის 990 შემთხვევაა აღრიცხული, გარდაცვლილია 6 მოქალაქე.

ამავე თემაზე - მეცნიერი: "უნდა გვესმოდეს, რომ ვირუსით დაინფიცირება ანძით შეუძლებელია. Covid-19–ს ვირუსი იწვევს და არა 5G ქსელი"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S