Accentnews.ge
ქაცარავა: "გატაცებები გრძელდება და ხელისუფლება ინფორმაციას მალავს"

ქაცარავა: "გატაცებები გრძელდება და ხელისუფლება ინფორმაციას მალავს"

04/05/2020 06:47:04 კონფლიქტები

ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს ორი მოქალაქე ორკვირიანი უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ისინი ხურვალეთში მცხოვრები დათა ვანიშვილის შვილიშვილი და მისი მეუღლე არიან.

გათავისუფლებული ქალი აცხადებს, რომ ცხინვალის კარანტინში კიდევ იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეები.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია" ლიდერი დავით ქაცარავა ამბობს, რომ 1 იანვირდან 28 თებევრლის ჩათვლით საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 10 მოქალაქე გაიტაცა, საზოგადოებისთვის კი მხოლოდ 3 გატაცების ფაქტი გახდა ცნობილი.

„გათავისუფლებული გოგო აცხადებს, რომ მასთან ერთად კარანტინში ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა. ამ გოგონას სიტყვები ადასტურებს, რომ გატაცებები გრძელდება და ხელისუფლება ინფორმაციას ხელს აფარებს. გენადი ბესტაევი კვლავ რჩება საპატიმროში და ეს ძალიან დიდი პრობლემაა. ჩვენი მთავრობა ატარებს რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკას“, - წერს ქაცარავა სოციალურ ქსელში.

ამასთან ქაცარავა საზოგადოებას შეახსენებს, რომ პატიმრობაში რჩება გენადი ბასტაევი და საზოგადოებას სოლიდარობისკენ მოუწოდებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S