სომხეთში გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

04-05-2020 12:22:55 კავკასია

სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა. „კოვიდ-19“-ით ინფიცირება კი 121 პირს დაუდასტურდა. შესაბამის მონაცემებს სომხური სააგენტო „ნიუს ამი“ ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სომხეთი სულ გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 2 507 შემთხვევა. გარდაიცვალა 39 პაციენტი. 1071 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა. ამჟამად მკურნალობას 1 393 ადამიანი გადის.

სომხეთმა 4 მაისიდან კარანტინის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები შეამსუბუქა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები