Accentnews.ge
„დროშა ვერ დაკიდენ“ – ტექნიკური პრობლემების გამო პროცესი შეფერხდა

„დროშა ვერ დაკიდენ“ – ტექნიკური პრობლემების გამო პროცესი შეფერხდა

04/05/2020 10:22:44 სამართალი

საქალაქო სასამართლოში დღეს პოლიტიკური პარტია „გირჩის" წევრების სასამართლო პროცესი ტექნიკური ხარვეზის გამო შეფერხდა. სხდომა დისტანციურ რეჟიმში 12:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა დარბაზში მხარეებს მოსამართლის ხმა არ ესმოდათ.

„როგორც ჩემი კოლეგა პოლიტიკოსი იტყოდა, „დროშა ვერ დაკიდენ“. დარბაზში ვერ ჩართეს კომპიუტერი, რომ მოსამართლის ხმა იყოს ხელმისაწვდომი ეჭვმიტანილებისთვის და პოლიციელებისთვის. ორი დარბაზი შეცვალეს, მაგრამ მაინც ვერ ჩაერთო მოსამართლე და შესვენება გამოცხადდა. 10 კაცი ზის დარბაზში, რომლებსაც ასამართლებენ იმის გამო, რომ სუფთა ჰაერზე სეირნობდნენ და მხოლოდ მოსამართლეა დისტანცირებული დანარჩენი საზოგადოებისგან. როგორც ჩანს, მოსამართლის ჯანმრთელობაზე ვზრუნავთ რომ არ დავრჩეთ სასამართლოს გარეშე“, - განაცხადა „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ.

დღეს სასამართლომ სამ პირთან დაკავშირებით უნდა იმსჯელოს, რომლებსაც პროკურატურა სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას და წვრილმან ხულიგნობას ედავება.

23 აპრილს ჩატარებული აქციის დროს ჯამში 17 ადამიანი დააკავეს, საიდანაც 14 სამი ათასი ლარით დააჯარიმეს და გაათავისუფლეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S