Accentnews.ge
ცოტნე გამსახურდიას მიმართ ჩადენილ დანაშაულზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა

ცოტნე გამსახურდიას მიმართ ჩადენილ დანაშაულზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა

04/05/2020 14:54:10 სამართალი

ცოტნე გამსახურდიას მიმართ ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა, გამსახურდიას ოჯახის ადვოკატი საქმის მასალების შეჯამების პროცესს დაესწრო.

ამირან გიგუაშვილის განცხადებით, რთულია პროცესის ერთმნიშვნელოვნად შეფასება, ვინაიდან ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მისი ჩვენება საქმეში არ დევს.

რაც შეეხება კითხვის ნიშნებს, ზოგადად, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ადვოკატის განმარტებით, გამოძიება დასრულდა იმ პირების მიმართ, ვინც უკვე პასუხისგებაში არიან მიცემული, ხოლო ცალკე გამოძიება მიმდინარეობს, იმ ვერსიებთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა, ამ საქმეში არსებობდეს

„ვფიქრობ, რომ პროკურატურის მიერ მართებული გადაწყვეტილება იქნა მიღებული და გრძელდება გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, რათა გამოვლინდეს ყველა ის შესაძლო მტკიცებულება, თუ გარემოება, რომელიც შესაძლოა არსებობდეს ამ საქმესთან დაკავშირებით, რომელთა დაკავშირებითაც შეიძლება, მე, როგორც ადვოკატს ასევე კითხვები მქონდეს. ამიტომ, ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა და მიმდინარეობს გამოძიება. როდესაც ცოტნე გამსახურდია გამოძიებასთან თანამშრომლობას შეძლებს, ვიმედოვნებ, რომ ამ ყველა კითხვას, რომელიც დღეს არსებობს, ჩემთვის როგორც ადვოკატისთვისაც, მათ შორის, პროკურატურისთვისაც გაეცემა პასუხები მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. ამ ეტაპზე გამოძიება დასრულებულია პასუხისგებაში მიცემული პირების მიმართ, ხოლო სხვა პირების მიმართ, რომელიც შიძლება, ამ საქმეში მონაწილეობდნენ, მიმდინარეობს გამოძიება და იმედი მაქვს, რომ თავის დროზე ყველაფერს პასუხი გაეცემა. ეს გამოძიება ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი, რადგან ყველა კითხვას პასუხი გაეცეს“, - განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.

ცოტნე გამსახურდიას მიმართ მკვლელობის საქმეზე 2 პირია დაკავებული, ხოლო ამავე საქმეში დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით სამართალწარმოება 3 ადამიანის მიმართ მიმდინარეობს. საქმე სასამართლოს უკვე გადაეცა და პროცესი 6 მაისს გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S