04-05-2020 21:27:01 საზოგადოება
თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, 9–სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხნძარია.
"9–სართულიანი კორპუსის მე–3 სართულზე 40-50 კვადრატულ მეტრ ფართობზე საოჯახო ნივთები იწვის. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე ამ დროისთვის 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს", – განუცხადეს "აქცენტს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.