სოლიდარობის აქტი – საქართველოში მცხოვრები ინდოელები სისხლს გაიღებენ

05-05-2020 11:29:00 მულტიკულტურული საქართველო

საქართველოში მცხოვრები ინდოელები სისხლის ბანკში სისხლს გაიღებენ. ისინი საქართველოს მოქალაქეებსაც ანალოგიური ქმედებებისკენ მოუწოდებენ.

როგორც „კულტურული მრავალფეროვნება მშვიდობიანი მომავლისთვის" დამფუძნებელი დარისპან პრაშერი აცხადებს, სისხლს 35 ინდოელი გაიღებს.

„იდეა მოგვივიდა, რომ სისხლი ჩაგვებარებინა, რაც ამ დროს შეიძლება ძალიან სჭირდებოდეთ საავადმყოფოში. ჩვენ უკვე ვემზადებით მაგისთის. 35 ადამიანი მივცემთ სისხლის ბანკს სისხლს. 1 ადამიანის სისხლით თუ 3 ადამიანი გამოჯანმრთელდება, ეს დიდი საქმეა. ყველა ვარიანტში ქართველების გვერდით ვართ“, - აღნიშნა პრაშერმა „ფორმულასთან.

რამდენიმე კვირის წინ მათ სოციალურად დაუცველ ოჯახებს საკვები პროდუქტები მიუტანეს. მსგავს აქტივობებს ისინი მომავალშიც გეგმავენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები