
პრორუსული ორგანიზაციის დამფუძნებელი სუს–ს შანტაჟსა და თავდასხმაში ადანაშაულებს
05/05/2020 07:58:46 სამართალი
პრორუსული ორგანიზაციის „მეგობრობა და სამართლიანობა“ დამფუძნებელი ზურაბ მეზვრიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟსა და თავდასხმაში ადანაშაულებს.
როგორც მეზვრიშვილი ყვება, გორში, შარტავას ქუჩაზე დღის პირველ საათზე ოთხი ნიღბიანი პირი თავს დაესხა, სცემეს და მანქანაც დაუზიანეს.
ის ინციდენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს უკავშირებს, რომელიც, მისი თქმით, საქმიანობაში ხელს უშლიდა.
ამასთან, ამბობს, რომ პირადი ცხოვრების კადრებით ექმურებოდნენ მის მეგობარ ქალს:
„სუს–ის ერთ–ერთი თაამშრომელი ყოველთვის ხელს მიშლიდა ჩემს საქმიანობაში. კი ბატონო, პოლიტიკურ საქმიანობას ვეწეოდი, დანაშაულს არაფერს ჩავდიოდი, მაგრამ ჩემს პირად ცხოვრებაში ჩარევის უფლება არავის აქვს. თავად დააშანტაჟა ერთ–ერთი გოგო: უთხრა, „თქვენი პირადი ურთიერთობის ამსახველი კადრები მაქვს და თუ არ დაშორდებით ერთმანეთს, მამაშენს ვაჩვენებო“. იმ გოგოს ექმურებოდნენ, თორემ ჩემთვის სულ ერთია, რაც უნდათ, ის გაავრცელონ“.
ცნობისთვის: ორგანიზაცია გორში 2019 წელს დაფუძნდა. დაფუძნებისას ითქვა, რომ ძირითადი მოთხოვნა რუსეთთან პირდაპირი დიალოგი იქნებოდა.