
2020 წლის პირველ კვარტალში რეგისტრირებული დანაშაულის რიცხვი გაიზარდა
05/05/2020 08:56:34 სამართალი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობამ 16 035 შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2,5-ჯერ აღემატება.
კერძოდ, საქსტატის ცნობით, თუ შარშან, პირველ სამ თვეში სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა შეადგენდა 258-ს, წელს ეს რიცხვი 833-მდე გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, ყველაზე მეტი – 6541 დანაშაული, ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ; აქ იგულისხმება ყაჩაღობა, თაღლითობა, გამოძალვა, ნივთის დაზიანება და ა.შ.
გაიზარდა ჯანმრთელობის წინააღმდეგ დანაშაულთა სტატისტიკა – 2020 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში ამ სახის 2863 შემთხვევა დაფიქსირდა.
გაზრდილია ნარკოტიკული დანაშაულების რაოდენობაც და თუ შარშან, პირველ კვარტალში ეს რიცხვი 477 შეადგენდა, წელს 1075 ასეთი ტიპის დანაშაული ფიქსირდება.