
პირი, რომელმაც ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ხეების გადატანა გააპროტესტა, დააკავეს
05/05/2020 09:53:29 სამართალი
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ხეების გადატანას ხობში დაპირისპირენა მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, მოქალაქემ პროტესტის ნიშნად სოფელ ხორგას გამგეობის მინები ჩაამსხვრია. ლევან ჯობავა ნივთის დაზიანების საფუძველზე დააკავეს.
როგორც ირკვევა, ხორგადან ხე დენდროლოგიურ პარკში გუშინ გადაიტანეს.
„ჩემი ძმის მიმართ პრეტენზია უცნობია. ვიცით, რომ სოფლის ცენტრში არსებული დიდი ხე წაიღეს. პროტესტი ამის გამო გამოხატა ჩემმა ძმამ და ამის გამოა პოლიციაში დაბარებული. დეტალები ჩვენთვის უცნობაია“,– აცხადებდა ჯობავას ძმა.
ცნობისთვის: საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გიგანტური ხეების გადატანა რომ გრძელდებოდა, ამის შესახებ TV პირველმა მასალა 24 მარტსაც გაავრცელა. ამ ინფორმაციის თანახმად, ხეებს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატიდან რგავენ. სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ პროცესი შეწყდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში 23 მაისის ჩათვლით საგანგებო მდგომარეობა და მთელი რიგი შეზღუდვები მოქმედებს, მათ შორის შეზღუდულია ეკონომიკური საქმიანობაც. მაგალითად, გასულ კვირას შეზღუდვები მოიხსნა საავტომობილო გადაადგილებაზე, ონლაინ ვაჭრობაზე, დაუშვეს აგრარული ბაზრების ფუნქციონირება მკაცრი რეკომენდაციების გათვალიწინების პირობით, ხოლო 5 მაისიდან ნებადართულია სამშენებლო სამიანობა, ავტოსამრეცხაოების და ავტოსახელოსნოების ფუნქციონირება.